თეგებით ძიება

თალაკვაძე: „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ქვეყანა დაეცვა ნებისმიერი სამხედრო პროვოკაციისგან

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მომავალზეა ორიენტირებული. ჩვენ გვექნება ძალიან საქმიანი და პასუხისმგებლობიანი პროგრამა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, მზად ვართ ავიღოთ მომავალზე პასუხისმგებლობა“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო დაეცვა მშვიდობა, მიეღწია ორნიშნა ეკონომიკური ზრდისთვის და ჰქონოდა უპრეცედენტო პროგრესი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია და ის ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, რომელმაც შეძლო 11 წლის განმავლობაში, დაეცვა ქვეყანა ნებისმიერი სამხედრო პროვოკაციისგან, დაეცვა მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვინც მიაღწია ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვინც საქართველოს მოუტანა არსებითი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. კანდიდატის სტატუსი და მე გარწმუნებთ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი! რა თქმა უნდა, გახდება თავისი მშვიდობით, უსაფრთხოებით, ეკონომიკური ზრდით და დემოკრატიული განვითარების გზით“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ზეწოლისა სხვადასხვა მხრიდან, ხელისუფლებამ წინ დააყენა საქართველოს ინტერესები. „ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვისაც ზურგს უმაგრებს საქმე, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეიძლება გვენდოს ჩვენი საზოგადოება“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა