კონგრესი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში საქართველოს მიმართ პოლიტიკას განიხილავს
23 ივლისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტში განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკას საქართველოსა და მოლდოვის მიმართ 2024 წლის საპარლამენტო არჩნევნების წინა პერიოდში.
განხილვაზე სიტყვით წარსდგება: სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილე, ჯოშუა ჰაკი, რომელიც სამხრეთ ევროპისა და კავკასიის მიმართ აშშ-ს პოლიტიკას ზედამხედველობს. ასევე, სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონული საკითხებში, კრისტოფერ სმიტი და USAID-ში ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის ასისტენტის მოადგილე, ალექსანდერ სოკოლოვსკი.
შესაძლოა, მომხსენებელთა სია კიდევ გაიზარდოს.
განხილვა საქართველოს დროით 22:00 საათზე არის ჩანიშნული.