თეგებით ძიება
19. 07. 2024 სპორტი

ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი გველესიანს მიმართავს: „შენ ბიჭი იყავი და მეტი გასაქანი ჰქონდა შენს მომავალს. ჩემსას - არა"

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რმა, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ან­მა geo team-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ქა­ლე­ბის ფეხ­ბურთთან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვას უპა­სუ­ხა და თქვა, რომ "მისი პი­რა­დი აზ­რით, ფეხ­ბურ­თი ქა­ლე­ბის საქ­მე ნაკ­ლე­ბად არის".

“ვი­საც უნდა, უნდა ითა­მა­შოს. ჩემი პი­რა­დი აზ­რია, რომ ფეხ­ბურ­თი ქა­ლე­ბის საქ­მე ნაკ­ლე­ბად არის. მე პი­რა­დად ვფიქ­რობ, რომ ქა­ლებს ფეხ­ბურ­თი ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით. თუმ­ცა, როცა ჩვე­ნი, ქალ­თა ნაკ­რე­ბის თა­მა­შებს ვუ­ყუ­რებ, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ და შე­საძ­ლოა, ჩემი აზრი მალე შე­იც­ვა­ლოს... ” - გა­ნა­ცხა­და გვე­ლე­სი­ან­მა.

გვე­ლე­სი­ა­ნის ამ კო­მენ­ტარს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. კო­მენ­ტარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი, ნინო სუ­თი­ძე და გვე­ლე­სი­ანს მი­მარ­თა.

"ორი დღეა, რაც გვე­ლე­სი­ა­ნის შორ­თი ვნა­ხე ქალ­თა ფეხ­ბურთთან და­კავ­ში­რე­ბით, სულ მე­ფიქ­რე­ბა და თა­ვი­დან არ ამომ­დის ’’ქა­ლებს ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში’’. ალ­ბათ, ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მე­ო­რე შემ­თხვე­ვა, როცა ასე ძა­ლი­ან მე­წყი­ნა ქალი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ნათ­ქვა­მი ‘’ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით’’. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ერთ ერთი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის სი­უ­ჟეტს ვუ­ყუ­რებ­დი. მის ეზო­ში იყო გა­და­ღე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, იქ ბურ­თიც იყო. მისი გო­გო­ნა ბურ­თის­კენ გა­იქ­ცა და მთე­ლი ქვეყ­ნის საყ­ვა­რელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა და­უ­ძა­ხა ბავ­შვს: გა­მო­დი, ბურ­თი არაა ქა­ლის საქ­მეო. ვერ აგიხ­სნით რო­გორ მე­წყი­ნა მა­შინ, რო­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად პა­ტა­რა გო­გო­ებს გვჭირ­დე­ბო­და გამ­ხნე­ვე­ბა, როცა ახა­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა ფეხ­ბურ­თი და ყვე­ლას­თვის უცხო, ის ფეხ­ბურ­თე­ლი კი ყვე­ლას­თვის სა­მა­გა­ლი­თო.

ის სცე­ნა დღემ­დე მახ­სოვს და ალ­ბათ, ის ემო­ცია, რო­მელ­მაც ამა­ფო­რი­ა­ქა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ეს იყო წყე­ნა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა. თით­ქოს თავ­ზე ჩა­მო­მენგრა ოც­ნე­ბე­ბი. მერე შენს თავ­თან პა­ტა­რა დი­ა­ლო­გი გაქვს. იქ­ნებ მარ­თლა არაა ქა­ლის საქ­მე? პა­სუხს ვერ სცემ სა­კუ­თარ თავს. მა­შინ იქ­ნებ უპა­სუ­ხო სა­კუ­თარ თავს, რა­ტომ არის ქა­ლის საქ­მე? მე ხომ პა­ტა­რა დაბ­ნე­უ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, რო­მელ­მაც გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა რა იყო, სა­ერ­თოდ არ იცო­და და არც ის, რომ სპორ­ტი არ არის გენ­დერ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

სად იყა­ვით ის ხალ­ხი, ახლა რომ ქალ­თა ფეხ­ბურ­თით ცხოვ­რობთ?! 17 წელი დაგ­ჭირ­დათ გა­გე­თა­ვი­სე­ბი­ნათ, რომ ჩვენც შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ ის, რა­საც კა­ცე­ბი აკე­თე­ბენ. მად­ლო­ბა ამის­თვის ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს და მის გუნდს. მად­ლო­ბა ჩემი თა­ო­ბის გო­გო­ებს, რომ­ლებ­მაც ერ­თად მო­ვი­ტა­ნეთ და ჩა­ვა­ბა­რეთ ახალ თა­ო­ბას ქალ­თა ფეხ­ბურ­თი. ახლა კი იმის დროა, რომ გა­ი­ფურ­ჩქნონ და იხ­მა­უ­რონ ისე, რო­გორც ჩვენ გაგ­ვი­ხარ­დე­ბო­და,

გო­გო­ებ­მა ჩვე­ნი სათ­ქმე­ლი უნდა თქვან. დღემ­დე ქალ­თა ფეხ­ბურთში ვარ და ვხე­დავ, რა შე­იც­ვა­ლა და რამ­დე­ნი რა­ღაც კეთ­დე­ბა. რამ­ხე­ლა იმე­დია გო­გო­ე­ბის­თვის ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი და ფე­დე­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი წინ არის!

ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა 17 წლის შემ­დეგ ისევ თუ გა­მო­ვი­დო­და ვინ­მე და ასე თა­მა­მად იტყო­და, რომ ჩვენ რამე ნაკ­ლე­ბად გა­მოგ­ვდის. მინ­და, გა­მოვ­ხა­ტო ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და გუ­ლის­წყვე­ტა იმ გან­ცხა­დე­ბის გამო, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა ცნო­ბილ­მა ბიჭ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა გა­ა­კე­თა ქა­ლე­ბის ფეხ­ბურ­თის შე­სა­ხებ. ასე­ვე, მინ­და ვუ­თხრა ამ ფეხ­ბურ­თელს, რომ ბევ­რი პა­ტა­რა მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც მის­გან ბევრ რა­მეს სწავ­ლო­ბენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ მი­ი­ღონ პო­ზი­ტი­უ­რი და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი მე­სი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს თა­ნას­წო­რო­ბას და პა­ტი­ვის­ცე­მას ყვე­ლას მი­მართ, ვინც სპორ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს.

პა­ტა­რა გულ­შე­მატ­კივ­რებს სჭირ­დე­ბათ იმე­დის, მხარ­და­ჭე­რის და შთა­გო­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც წა­ა­ხა­ლი­სებს მათ ოც­ნე­ბე­ბის მი­საღ­წე­ვად და იმა­ზე მე­ტის და­საძ­ლე­ვად, ვიდ­რე ეს წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. ქა­ლე­ბის ფეხ­ბურთს აქვს სიძ­ლი­ე­რე, სი­ლა­მა­ზე და ვნე­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლას ვუ­ზი­ა­რებთ. ჩვენც გვაქვს ოც­ნე­ბე­ბი, მიზ­ნე­ბი და დიდი სურ­ვი­ლი, გავ­ხდეთ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი!!!გი­ორ­გი, ნა­ნა­ხი მაქვს შენი სი­უ­ჟე­ტი და ვიცი, რომ რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რე შენც! ზუს­ტად შენ უნდა გეს­მო­დეს ყვე­ლა­ზე კარ­გად, რო­გო­რი რთუ­ლია ასეთ გა­რე­მო­ში თა­მა­ში და ოც­ნე­ბა. შენ არა­ვინ გა­ბუ­ლინ­გებ­და იმის გამო, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი იყა­ვი. მე მა­ბუ­ლინ­გებ­დნენ!

შენ შე­გეძ­ლო აკა­დე­მი­ა­ში მის­ვლა ან რო­მე­ლი­მე სხვა გუნდში. მე არა!

შენ ბიჭი იყა­ვი და მეტი გა­სა­ქა­ნი ჰქონ­და შენს მო­მა­ვალს. ჩემ­სას - არა! შენ, ჩემს ად­გილ­ზე ალ­ბათ არ გა­აგ­რძე­ლებ­დი თა­მაშს. ამ­დენ დაბ­რკო­ლე­ბას ვერ გა­უძ­ლებ­დი. აქვე ვი­ტყვი რომ, ჩვენ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია და მი­თუ­მე­ტეს ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში. ქალ­თა ფეხ­ბურ­თი,კაც­თა ფეხ­ბურ­თი,ბავ­შვთა ფეხ­ბურ­თი,ამ­პუ­ტან­ტთა ფეხ­ბურ­თი, ჩვენ ხომ ყვე­ლა ერთ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბით? ფეხ­ბურ­თი ყვე­ლას­თვის ფეხ­ბურ­თია.

”ქა­ლებს ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით” - ეს შენი სი­ტყვე­ბია და არა­ერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მე­ლიც შენ­ზე უკე­თე­სად თა­მა­შობს, მაგ­რამ ეს ხომ არ აკ­ნი­ნებს შენს ნიჭს და დამ­სა­ხუ­რე­ბას?!პა­ტი­ვი უნდა ვცეთ ერ­თმა­ნეთს, ჩვენ ხომ ერთი დიდი ოჯა­ხი ვართ?! ერთხელ მა­ინც ყო­ფილ­ხარ ქალ­თა ნაკ­რე­ბის თა­მაშ­ზე?ახლა ხომ ყვე­ლას მოგ­ვწონს ქა­ლე­ბის თა­მა­შებ­ზე რომ ტრი­ბუ­ნა ივ­სე­ბა?ცა­რი­ელ მო­ე­დან­ზე რო­გო­რი მო­ტა­ვა­ცი­ით იქ­ნე­ბო­დი?

ჩვენ რომ მოვ­დი­ვართ, ტაშს გიკ­რავთ და აბა თქვენ იცით, ბი­ჭე­ბო და გვე­ა­მა­ყე­ბით,იქ­ნებ ერთ დღეს თქვენც ია­მა­ყოთ ჩვე­ნით? მოდი და ერთი მა­ყუ­რებ­ლით მეტი იქ­ნე­ბა მო­ე­დან­ზე. იქ­ნებ ხვალ უფრო მეტ­ნი ვი­ყოთ?დიდი იმე­დი მაქვს რომ,მე­სა­მედ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ამ თე­მა­ზე ასე სა­ჯა­როდ რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი აღარ გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას რომ ჩვენ რამე ვინ­მე­ზე ნაკ­ლე­ბად გა­მოგ­ვდის", - წერს ნინო სუ­თი­ძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა