თეგებით ძიება

"მკვლელს ერთ-ერთი მოკლულის შვილი ჰყავდა მონათლული" - კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები: ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა

მკვლე­ლო­ბა მოხ­და წუ­ხელ თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ლა­ლის­ყურ­ში. თა­ნა­სოფ­ლელ­მა ორი ადა­მი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ვე მა­მა­კა­ცი ერ­თად ქე­ი­ფობ­და, რა დრო­საც მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო და ერ­თმა მათ­გან ორ თა­ნა­სოფ­ლელს ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა. ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლის ძმაა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლია 29 წლის არ­ჩილ გა­წი­რი­ძე და 52 წლის კა­ხა­ბერ ზა­თი­აშ­ვი­ლი.

ფაქტს თვითმხილ­ვე­ლი არ ჰყავს, ამი­ტომ არ იცი­ან რა­ტომ გა­ი­მე­ტა 32 წლის კაც­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი სა­სიკ­ვდი­ლოდ. ად­გილ­ზე მხო­ლოდ იმას ჰყვე­ბი­ან, რომ შემ­თხვე­ვა მოხ­და სო­ფელ­ში ლუდ­სა­ხარშში ობი­ექ­ტის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც მა­მა­კა­ცე­ბი ლუდს სვამ­დნენ.

ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფებს შო­რის კი კონ­ფლიქ­ტი ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო, რა დრო­საც 32 წლის კაც­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლებს ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა. არ­ჩილ გა­წი­რი­ძე ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო კა­ხა­ბერ ზა­თი­აშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას.

სო­ფელ­ში მხა­რე­ებს შო­რის წარ­სულ­ში რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ და კონ­კრე­ტულ მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ. უფრო მე­ტიც ისი­ნი ჰყვე­ბი­ან, რომ მკვლელს ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლის შვი­ლი ჰყავ­და მო­ნათ­ლუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვეს პო­ლი­ცია ამ დრომ­დე ეძე­ბეს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა