ზღვისპირეთში ტემპერატურა 19-20 გრადუსამდე დაეცემა - ნახეთ ერთი თვის პროგნოზი
ივლისის სიცხეების შემდეგ, აგვისტოს დასაწყისიდან ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის არც ისე სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს: 3 აგვისტოს ბათუმში 20-21 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო 12 აგვისტოს 19 გრადუსამდეც ჩამოვა.