ერთ-ერთი მოკლული ძალოვანი უწყების თანამშრომელია - ორმაგი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
ახმეტის რაიონში ორი მოკლულიდან ერთი, 29 წლის არჩილ გაწერიძე ძალოვანი უწყების თანამშრომელია (სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომელი). ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
სისხლიანი გარჩევა ლუდსახარშის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული, თაზო წიქარაძე გაწერიძის ბავშვობის მეგობარი და ნათელ-მირონია.
არსებული ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომელი კახეთში დასასვენებლად იყო ჩასული.
ირკვევა, რომ თელავში, სოფელ ლალისყურში, მკვლელობაში ბრალდებულმა თანასოფლელებს ორი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი. არჩილ გაწერიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა, ხოლო კახაბერ ზათიაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, 52 წლისკაცმა სამართალდამცავებისთვის თავდამსხმელის ვინაობის გამხელა მოასწრო.
მკვლელობაში ბრალდებულ 32 წლის კაცს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.