CNN: საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული საბოტაჟის გამო 800 ათასი მგზავრი დაზარალდება
საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული საბოტაჟი, რომელმაც მატარებლების მოძრაობის პარალიზება გამოიწვია, დაახლოებით 800 ათას მგზავრს შეეხება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
საფრანგეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სისტემის შეფერხების გამო მათ უამრავი რეისის გადადება მოუწიათ. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, თუ რა მატერიალური ზიანი მიადგა.
საფრანგეთის ჩქაროსნულ რკინიგზაზე პარასკევს მასშტაბური საბოტაჟი განხორციელდა. ერთ-ერთი ვერსიით, კოორდინირებული აქტების მიზანი პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიისთვის მატარებლების მოძრაობისთვის ხელის შეშლა იყო. როგორც საფრანგეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიაში განაცხადეს, მატარებლების მოძრაობა შეფერხდა ატლანტის, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზებზე.