თეგებით ძიება
28. 07. 2024 მსოფლიო

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის მოწოდების მიუხედავად, დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის ღონისძიებების ჩატარებას ღია ცის ქვეშ გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის მოწოდების მიუხედავად, დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის ღონისძიებების ჩატარებას ღია ცის ქვეშ გეგმავს.

პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობის შემდეგ საიდუმლო სამსახურმა ტრამპს ურჩია, რომ შეხვედრები დახურულ სივრცეში ჩაეტერებინა. ტრამპმა თავისი სოციალური მედიის პლატფორმაზე, Truth Social-ზე დაწერა, რომ საიდუმლო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ის ლიდერების, საარჩევნო კანდიდატებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, დათანხმდა „არსებითად გააძლიეროს“ თავისი ოპერაციები.

„მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. არავის არ უნდა მიეცეს უფლება, შეაჩეროს ან შეაფერხოს თავისუფალი სიტყვა ან შეკრება“, – წერს ტრამპი.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა