თეგებით ძიება

ბრეგაძე: პოლიტიკა უნდა იყოს მოქცეული სამართლის ფარგლებში და როდესაც მიმდინარეობს გამოძიება კეთილი უნდა ინებოს და ყველამ უნდა გასცეს შესაბამისი პასუხები

ჩვენმა ოპონენტებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაითავისონ ის ფატი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, შესაბამისად, პოლიტიკა უნდა იყოს მოქცეული სამართლის ფარგლებში და როდესაც მიმდინარეობს გამოძიება, კეთილი უნდა ინებოს და ყველამ უნდა გასცეს შესაბამისი პასუხები, –- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე განაცხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მრავალჯერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას ის, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე, წარმატებულად შეძლო საზოგადოებისთვის საფრთხის თავიდან არიდება და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც სუსი წარმატებით გაართმევს თავს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა