ო'ბრაიენი: საქართველოს მმართველი პარტიისთვის ჯერ კიდევ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა
საქართველოს მმართველი პარტიისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ჯერ კიდევ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა. [მათ შეუძლიათ] ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის გარეშე, გახადონ უცხოელი აგენტების კანონი არა რუსულთან, არამედ ევროკავშირის კანონთან თავსებადი და არ ააშენებინონ ჩინეთს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. [...]
ერთადერთი ჯგუფი, რომელიც მთავრობის მიერ [ევროატლანტიკური გზიდან გადახვევით] კმაყოფილია, რუსეთია. თუ თქვენ დააკვირდებით რუსეთის მთავარი პროპაგანდისტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ისინი მიესალმებიან [საქართველოს კურსის ცვლილებას]. რუსეთმა თავისი საზღვაო ფლოტი აფხაზეთში გადაიტანა. ამიტომ [საქართველოს] მთავრობის რიტორიკა, რომ [რუსული კანონის მიღება] ნეიტრალური ნაბიჯია, ვფიქრობ, უარყოფილია იმით, რაც ხდება.
თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.