ის, რაც ბინის შეძენის მსურველებმა უნდა იცოდნენ - სამშენებლო ბაზრის პირველი კვარტლის მიმოხილვა
საქართველოში მშენებლობა და უძრავი ქონების ოპერაციები ეკონომიკის ერთ-ერთიმსხვილი სექტორია. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველ კვარტალში აქვეყნებს უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბაზრის შესახებ მონაცემებს.
2024 წლის პირველ კვარტალში 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით აღნიშნული სექტორი 15.3%-თ გაიზარდა (მშენებლობის - 10.3%, უძრავი ქონების - 18.8%). მიმდინარე წლის პირველ სექტორში, სამშენებლო სექტორში პირდაპირმა ინვესტიციებმა მოიკლო და 4.4 მლნ. დოლარი შეადგინა, თუმცა საკმაოდ გაიზარდა (36%) ინვესტიციები უძრავი ქონებაში. 37%-თ გაიზარდა სამშენებლო ნებართვები. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელს 5600-მდე ნებართვა გაიცა (ჯამში 2.3 მლნ. კვ.მ. ტერიტორიაზე), მათგან 56% დედაქალაქ თბილისზე მოდის. 2024 წელს სამშენებლო მასალების ფასები თითქმის 6%-თ გაიზარდა, რაც შეგვიძლია დავუკავშიროთ ლარის კურსს. მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდასამშენებლო სექტორში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებაც, რამაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 10%-ზე მაღალი შედეგი აჩვენა. ჯამში ამ სექტორში 60,000-ზე მეტი დასაქმებულია, რომელთა საშუალო ხელფასმა პირველ კვარტალში 2100 ლარს მიაღწია (Net) ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მშენებლობის გაძვირებასთან. 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში 1 კვ.მ. ახლად აშენებული ბინის ფასი 1200 დოლარია, ჯამში კი 9,824 ბინა გაიყიდა. ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალო, დიდი დიღომი და სამგორი იყო. რაც შეეხება ფართს, ყველაზე მეტად 51-80 კვ.მ. ფართის ბინები შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ ფასები ზრდას განაგრძობს აღსაღნიშნავია რომ 2024 წლის ივნისში ბოლო 2.5 წლის მანძილზე ფასების ზრდის ყველაზე მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველ კვარტალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 8%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში კი 3%-ით შემცირდა. ქალაქის ცენტრში ცვლილება არ დაფიქსირებულა.
ალფა სახლი სარაჯიშვილზე - მასშტაბური მშენებარე პროექტი გლდანის რაიონში
თუ გსურთ შეიძინოთ ბინა ალფა სახლის პროექტებში ეწვიეთ საიტს ან დაუკავშირდით კომპანიას მარტივ ნომერზე: *71 *71