ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები - სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ქართველია
იტალიაში, ავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ქართველია, - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაღუპულები არიან 37 და 27 წლის კაცები და 34 წლის ქალი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ბრადანიკის სახელმწიფო გზაზე, ლაველოსა და სან ნიკოლა დი მელფის მონაკვეთზე, პოტენტინოს რაიონში მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა: ერთ-ერთში ქართველები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორეში - 27 წლის კაცი, რომელიც წარმოშობით მატერიდან იყო.