The Washington Post: ისრაელმა “ჰამასის” ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა აღიარა და ამის შესახებ ვაშინგტონს აცნობა
ისრაელმა “ჰამასის” ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა აღიარა და ამის შესახებ ვაშინგტონს აცნობა. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ისრაელმა მათ არ მიაწოდა ინფორმაცია ჰეზბოლას მეთაურის ლიკვიდაციის ოპერაციის შესახებ.
ანონიმური წყარო The Washington Posts-ს უყვება, რომ გასულ კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიანიმ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შორის „დაძაბული“ სატელეფონო საუბარი შედგა.