21 სექტემბერს თბილისში საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
21 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
პროექტის „ლეგენდების სერია“ ფარგლებში, პირველი მატჩი 2024 წლის მარტში, ბათუმში გაიმართა, რა დროსაც, ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები „ინტერის“ ლეგენდებს შეხვდნენ.