თეგებით ძიება

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები გიორგი ბადაშვილი და ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლორენ იდსი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ნატა წნორიაშვილი ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი გაბიტაშვილმა ელჩ რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან საქართველოს პროკურატურასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის განვითარება. გენერალურმა პროკურორმა აშშ-ის ელჩს, ასევე, პროკურატურაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, თავის მხრივ, გიორგი გაბიტაშვილს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა