თეგებით ძიება
12. 08. 2024 მსოფლიო

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. კიევი და მოსკოვი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთში ამტკიცებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი უკრაინელების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონის დაბომბვის შედეგად გაუჩნდა. რუსების ცნობით, ექვსივე ენერგობლოკი გაგრილების სისტემაზეა გადაყვანილი, ხოლო რადიაციული ფონი ნორმაშია.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციული მდგომარეობის ცვლილება არ დაფიქსირებულა. კიევში დარწმუნებული არიან, რომ ხანძარი სადგურის ტერიტორიაზე რუსებმა გააჩაღეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, უკრაინა მსოფლიოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაქციას ელოდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა