რა იდო ყუთში, რომელიც პარიზში, ოლიმპიურ პრიზიორებს გადასცეს? - „ტიკ-ტოკზე“ ვიდეო ვრცელდება
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა დასრულდა და ოლიმპიური ჩემპიონები გამოვლინდნენ. ალბათ შეამჩნევდით, რომ მედლების გადაცემამდე სპორტსმენებს პატარა ყუთებს ურიგებდნენ. ბევრს აინტერესებდა რა იდო აღნიშნულ ყუთებში. ამასთან დაკავშირებით, ავსტრალიელმა ჯესიკა ფოქსმა ტიკტოკის საკუთარ არხზე ისაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, ყუთებში პარიზის ოლიმპიური თამაშების პოსტერი აღმოჩნდა, რომლის ავტორიც ფრანგი არტისტი უგო გატონი გახლავთ. მან აღნიშნული ნამუშევრის შესრულებას 4 თვე დაახარჯა(ჯამში 2000 საათი).
წყარო: Crystalsport