თეგებით ძიება
14. 08. 2024 სპორტი

ილჰამ ალიევმა გიორგი მეშვილდიშვილი ორდენით, გიორგი გოგშელიძე კი მედლით დააჯილდოვა

აზერბაიჯანის მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პარიზის ოლიმპიური თამაშებზე წარმატებით გამოსული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები ორდენებით და მედლები დააჯილდოვა.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით გამოსული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიღების დროს წარმოთქმულ სიტყვაში ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში 30-ე ადგილი დაიკავა, ხოლო მუსულმანურ ქვეყნებს შორის მესამე (ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნიდან აზერბაიჯანზე უკეთ ორმა ქვეყანამ იასპარეზა. კერძოდ, უზბეკეთმა, რომელიც მე-13 იყო და ირანმა, რომელმაც 21-ე ადგილი დაიკავა - „აიპრესი") და აჩვენა, რომ არის სპორტული ქვეყანა.

„თქვენ ღირსეულად წარმოადგინეთ ჩვენი ქვეყანა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, აღმართეთ აზერბაიჯანის დროშა და მთელი ჩვენი ხალხი გაახარეთ. გილოცავთ და ასევე მინდა გამოვხატო მადლიერება თქვენ მიმართ" - თქვა პრეზიდენტმა და სპორსმენებს და მათ მწვრთნელებს ორდენები და მედლები პირადად გადასცა.

ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელები, ძიუდოისტები, ჰიდაიატ ჰეიდაროვი და ზელიმ კოცოევი, ძიუდოისტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი, გერმანელი რიხარდ ტრაუხტმანი და ცნობილი აზერბაიჯანელი ძიუდოისტი, ამჟამად ზელიმ კოცოევის პირადი მწვრთნელი ელხან მამედოვი პრეზიდენტმა დააჯილდოვა ორდენით „შოჰრატი" (დიდების ორდენი).

არაერთი აზერბაიჯანელი ძიუდოისტის, მათ შორის, ჰიდაიატ ჰეიდაროვის აღმზრდელი ტარლან ჰასანოვი „სამშობლოს მსახურებისთვის" I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

ვერცხლის მედლის მფლობელ ალფონსო დომინგესს (კრივი) და გაშიმ მაგომედოვს (ტაეკვანდო) „სამშობლოს მსახურებისთვის" II ხარისხის ორდენები გადაეცათ.

ქართველ სპორტსმენი, პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი მეშვილდიშვილი, რომელიც 2022 წლიდან აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „სამშობლოს მსახურებისთვის" III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა