თეგებით ძიება
16. 08. 2024 მსოფლიო

Forbes: რუსეთის კურსკის ოლქზე შეტევაში უკრაინის 15 ათასამდე სამხედრო მონაწილეობდა

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რუსეთის კურსკის ოლქზე შეტევის ოპერაციაში 15 ათასამდე ჯარისკაცი ჩართო. ინფორმაციას ამის შესახებ Forbes-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ კიევმა კურსკის ოლქის მიმართულებით დამატებით ორი სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა გააგზავნა.

„ამ დახმარების გათვალისწინებით, უკრაინული დაჯგუფება ექვს სრულ ან არასრულ ბრიგადას და ორ ცალკე ბატალიონს ითვლის. ოპერაციაში აგრეთვე ჩართულია დრონები, არტილერია, დაზვერვა, სპეცდანიშნულების რაზმები. საერთო ჯამში, საუბარია ციფრზე, რომელიც 15 ათას სამხედროს უახლოვდება“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა