თეგებით ძიება

საქსტატი: 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთების გადამუშავება გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 4311 გემი, რომელთა 33.2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 33.2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 25.1 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 21.1 პროცენტით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი გემი მიიღო, 19.2 პროცენტით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 11.7 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, კონტეინერმზიდი კი - 10.7 პროცენტით ნაკლები.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 17.9 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3 პროცენტი - პანამის, 10.9 პროცენტი - მალტის, 9.3 პროცენტი - ლიბერიის, დანარჩენი 46.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 57.7 პროცენტი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 234.9 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 11.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 44.2 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 33.9 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 21.9 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა