ხატია დეკანოიძე ენმ-ში დაბრუნდა და ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
ხატია დეკანოიძე ენმ-ში დაბრუნდა. ის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. დეკანოიძემ პარტიაში დაბრუნების მოტივებსა და გეგმებზე ისაუბრა:
"რა თქმა უნდა, კონსულტაციები პირველ რიგში იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობასთან, ყველა იმ ადამიანთან რომელსაც მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ბევრი გზა გვაქვს ამ ადამიანებთან ერთად გამოვლილი, ბევრი გამარჯვება გვაქვს და მინდა შევახსენო ყველას ქუთაისის გამარჯვება.
ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ. დღეს ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ გაიმარჯვებს ქართული ოცნება, მაშინ ისინი გააუქმებენ პარტიებს, გააუქმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე მაღლა, საკუთარ თავზე ფიქრზე და რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდანაც იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც ბრძოლა მე რამდენიმე წილის წინ დავიწყე, არის მე ვფიქრობ, ძალიან ბუნებრივი.
მე ვხედავ ჩემს ფუნქციას პირველ რიგში, ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი" ამბობს ხატია დეკანოიძე.
მან მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს, კობა ნაყოფიას, ენმ-ის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პირადი კინკლაობა ახლა, 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, უმნიშვნელოა.