ავღანეთში თალიბანის რეჟიმმა ქალებს საჯაროდ სიმღერა და კითხვა აუკრძალა
ავღანეთში თალიბანის რეჟიმმა ქალებს საჯაროდ სიმღერა და კითხვა აუკრძალა.
ე.წ. სათნოებისა და მანკიერების კანონების მე-13 მუხლში, რომელიც ქალებს ეხება, ასევე ნათქვამია, რომ ქალებისთვის საჯარო სივრცეში ყოფნის დროს სავალდებულოა სხეულისა და სახის დაფარვა. მათ ვიწრო, თხელი ან მოკლე ტანისამოსის ტარებაც ეკრძალებათ.
„თალიბანის“ განცხადებით, ახალი ისლამური კანონები დიდად შეუწყობს ხელს სათნოების დამკვიდრებას და მანკიერების აღმოფხვრას.