თეგებით ძიება

კეთილდღეობით ევროპაში თუ სიღატაკით იზოლაციაში, ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ არჩევნებზე - გიორგი ვაშაძე

კეთილდღეობით ევროპაში თუ სიღატაკით იზოლაციაში, ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ვასო გოძიაშვილის პარკში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას უპერსპექტივობასა და სიღატაკეს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოაქვს.

„ორი თვეა დარჩენილი, დიახ, ორი თვე იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც, მე ვფიქრობ, ძალიან მარტივია.

ერთი მხრივ, არის კეთილდღეობა ევროპაში, მეორე მხრივ, არის სიღატაკე იზოლაციაში.

ჩვენ, „ერთიანობას” მოგვაქვს კეთილდღეობა ევროპაში, „ქართულ ოცნებას“ - სიღატაკე იზოლაციაში.

ჩვენ - ევროპული ინვესტიციები და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ისინი ბლოკავენ ევროპულ ინვესტიციებს და მაღალ ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.

ჩვენს შემოგვყავს მსოფლიო გიგანტური კომპანიები, რომ საწარმოები გაიხსნას ყველა რეგიონში. მათ კი უნდათ, რომ მხოლოდ თვითონ გამდიდრდნენ და ხალხი იყოს უკიდურესად გაჭირვებული და ინვესტიციას არ უშვებენ ქვეყანაში.

ჩვენ გთავაზობთ, ხალხო, ერთიანობას, ისინი გთავაზობენ დაპირისპირებას, ჩვენ გთავაზობთ, რომ ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და დიდი ეროვნული თანხმობით შევაბიჯოთ ევროკავშირში. ისინი კი გვეუბნებიან, რომ თურმე უნდა გვძულდეს ერთმანეთი და რომ ერთმანეთში მტერს უნდა ვეძებდეთ.

აი, ასეთი ცალსახაა ეს არჩევანი და ამიტომ ვამბობთ, რომ კეთილდღეობით ევროკავშირისკენ და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რომელიც მოაქვს „ქართულ ოცნებას“.

ჩვენ მთელ საქართველოში დავდივართ, ყველას ვესაუბრებით და ისე, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა.

ძალა ერთიანობაშია, ერთიანობას შეუძლია გადატეხოს ის პრობლემები, რაც არის.

ამ დღეების მანძილზე ვუსმენთ ივანიშვილსა და “ ქართულ ოცნებას”.

რა მოვისმინეთ მათგან? მეტი დაპირისპირება, მეტი მტრობა, მეტი ღვარძლი, ყველაფერი, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინო შენს გონებაში, ყველაფერს ხედავდი იქ.

ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა პოზიტივი, ჩვენ გვინდა სიკეთე, ერთიანობა, ევროკავშირი, ჩვენ გვინდა სამუშაო ადგილები, ჩვენ გვინდა ღირსეული სიბერე ჩვენი პენსიონერებისთვის, ჩვენ გვინდა კარგი განათლება ჩვენი პატარებისთვის, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს, ჩვენ გვინდა სუბსიდირებული სოფლის მეურნეობა, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს.

ჩვენ, ერთიანობას შეგვიძლია მოვიტანოთ 14 მილიარდი ევრო, რომლითაც არც ერთი მიმართულება მიუხედავი არ დარჩება. ერთიანობით ვიმარჯვებთ და არჩევანი ძალიან ცალსახაა, კეთილდღეობით ევროპაში თუ სიღატაკით იზოლაციაში. ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ არჩევნებზე,” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა