თეგებით ძიება

„დიდი დანაკლისია სვანეთისთვის და სრულიად საქართველოსთვის“ - სვანური სიმღერის უბადლო შემსრულებელი, მურად ფირცხელანი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ანსამბლ „რიჰოს” ერთ-ერთი უხუცესი თვალსაჩინო წევრი, სვანური სიმღერის უბადლო შემსრულებელი მურად ფირცხელანი, – ამის შესახებ ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, განუზომელია მურად ფირცხელანის წვლილი სვანური სიმღერის პოპულარიზაციაში:

„დიდი დანაკლისია სვანეთისთვის და სრულიად საქართველოსთვის, გარდაიცვალა ანსამბლ „რიჰოს” ერთ-ერთი უხუცესი თვალსაჩინო წევრი სვანური სიმღერის უბადლო შემსრულებელი მურად ფირცხელანი.

განუზომელია მურად ფირცხელანის წვლილი სვანური სიმღერის პოპულარიზაციაში.

უფალმა ნათელი სასუფეველი დაუმკვიდროს. მურად ფირცხელანი ხოჩა ლაქუნო ჯარ” – წერს ნიკოლავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა