დაიღუპა ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა - ავარია კახეთში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლია, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. დაშავებულია ერთი მგზავრი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.