რუსეთში ვერტმფრენი გაუჩინარდა, ბორტზე 22 ადამიანი იმყოფება - რუსული მედია
რუსეთში, კამჩატკაზე ვერტმფრენი Ми-8 დაიკარგა, რომლის ბორტზეც 22 ადამიანი იმყოფება.
ვერტმფრენი რადარებიდან ვულკან ვაჩკაჟეცის რაიონიდან გაუჩინარდა, სწორედ იქიდან აიყვანა 19 ტურისტი, თუმცა დანიშნულების ადგილზე - სოფელ ნიკოლაევკაში აღარ ჩაფრენილა და შემდგომ კავშირზე გამოსვლა შეწყვიტა.
ამ ეტაპზე დაწყებულია ვერტმფრენის საძიებო სამუშაოები, ვერტმფრენის მოსაძებნად ავიაკომპანიის კიდევ ერთი თვითმფრინავი აფრინდა.
კამჩატკაში გაუჩინარებამდე ვერტმფრენის ეკიპაჟს რაიმე პრობლემის შესახებ არ უცნობებია.