თეგებით ძიება

მსურს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მოხევეებს, სახალხო დღესასწაული - ყაზბეგობა მივულოცო - ხუნდაძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს მოსახლეობას ყაზბეგობას ულოცავს.

„მსურს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მოხევეებს სახალხო დღესასწაული - ყაზბეგობა მივულოცო“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ხევი მდიდარია წარსულითაც და დღევანდელობით. ეს კი, მთელი საქართველოს სიამაყეა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დეპუტატი აღნიშნავს, რომ მოხევეები დიდი ხნის განმავლობაში იცავენ საქართველოს და მათ მშვიდობის ფასი იციან.

„მსურს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მოხევეებს სახალხო დღესასწაული - ყაზბეგობა მივულოცო.

დარიალის ხეობის თვალწარმტაცი ბუნება გამორჩეულ სადღესასწაულო განწყობას ქმნის თითოეულ ჩვენგანში.

ეს არის ადგილი, სადაც მოხევეები, დიდი ხნის განმავლობაში ვაჟკაცურად იცავენ საქართველოსა და ამიერკავკასიის კარიბჭეს. აქაურებმა კარგად იციან მშვიდობის ფასი. იციან ბრძოლაც და თავდადებაც.

აქედან მთელი საქართველოს გასაგონად ითქვა, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ და მოხევეებს თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი დღემდე არ დაუკარგავთ.

დღესაც მყინვარის ჩრდილქვეშ დგას გერგეთის სამება, ერთ დროს ჩრდილოეთ კავკასიის ყველა ქრისტიანის სალოცავი.

აქედან, რწმენასაც და ლოცვასაც, დღესაც განსაკუთრებული მადლი აქვს. მდიდარია ხევი წარსულითაც და დღევანდელობითაც, რაც მთელი საქართველოს სიამაყეა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ნათელ მომავალს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა