საჭიროა, რომ უკეთ ვითამაშოთ გამარჯვების მისაღწევად, ფეხბურთელებმა იციან, რას უნდა ელოდნენ - ვილი სანიოლი
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მეტოქისგან ისეთი სტილის თამაშს ელოდება, როგორც ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთმა ითამაშა.
"ხვალ დაახლოებით ისეთ თამაშს ველოდებით მეტოქისგან, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე იყო. შესაბამისად, საჭიროა, რომ უკეთ ვითამაშოთ გამარჯვების მისაღწევად. ფეხბურთელებმა იციან, რას უნდა ელოდნენ.
საბა გოგლიჩიძეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშის პერიოდიდან ვიცნობ, ახალგაზრდაა, რომელსაც შეუძლია მალე დაგვეხმაროს, მის განვითარებას თვალს ვადევნებთ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეკრება სასიამოვნოა, თუმცა როცა წარმატებას აღწევ, კიდევ უფრო მეტის მიღწევა გინდა. რასაც მივაღწიეთ, ეს გამონაკლისი არ უნდა იყოს. ახლა მომავალზე საუბარი ძნელია, ფეხბურთელებმა იციან, რომ მათგან იმავე მიდგომას, სულისკვეთებას ვითხოვ, რაც აქამდე გვქონდა“, - განაცხადა სანიოლმა.