თეგებით ძიება

ჩემს სახლთან სერიოზული მუქარა, გაწევა და ამბავი იყო.. რა უნდა ვქნა ახლა, ქალაქი დავტოვო, ქვეყანა თუ ძველ ბიჭებს მივაკითხო, საქმე მომიგვარონ? - თიკო ფეიქრიშვილი

ჟურნალისტი თიკო ფეიქრიშვილი წერს, რომ რამდენჯერმე ნასამართლევი ადამიანი დაემუქრა:

"წარმოუდგენელი ამბავია ჩემს თავს. 2 დღის წინ ვიღაც ტიპი დამადგა, ჩემი სახლის ეზოში ძაღლს რომ ვასეირნებდი და მითხრა: 18 წლის წინ მანქანა რომ მოგპარეს, მაგის გამო მე მომისაჯეს 26 წელიო, ( მე მანქანა კი მომპარეს მაშინ, მაგრამ ამ ტიპს აღმოჩნდა ჯგუფურ დანაშაულზე, ტაქსის გატაცებაზე, ტიპების დაყაჩაღებაზე ჰქონდა მისჯილი, და ჩემს მანქანაზეც როგორც ჩანს) მოკლედ, მიცნო თიკო რომ ვარ და დილის 9 საათზე ჩემს სახლთან სერიოზული მუქარა, გაწევა, ძაღლს წიხლი და ამბავი იყო. ყველაფერი მაღაზიის კამერაზე ჩანს, თან რაღაცნაირად გამოვიქეცი. მერე პოლიციამ ეს ტიპი დააკავა, პროკურატურამ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა და სასამართლომ გამოუშვა ხალხო, გამოუშვა, ჩემგან 100 მეტრში მცხოვრები ტიპი, მინიმუმ 3 -ჯერ ნასამართლევი და მე რა უნდა ვქნა ახლა, ქალაქი დავტოვო, ქვეყანა თუ თავშესაფარში გადავიდე, რასაც დღესვე სახელმწიფო მთავაზობს ან ძველ ბიჭებს მივაკითხო, საქმე მომიგვარონ?" - წერს ჟურნალისტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა