თეგებით ძიება

პარალიმპიელები წარდგენილნი იქნებიან შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე - ირაკლი კობახიძე

პარალიმპიელი ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილნი შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მთავრობის მეთაურის თქმით, პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ოლიმპიელების

შემთხვევაში.

„პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორც ოლიმპიელების შემთხვევაში და ისინი წარდგენილნი იქნებიან შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე ზუსტად იმავე პრინციპით, როგორც წარვადგინეთ ოლიმპიელები. ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილნი შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე,“- განაცხადა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა