თეგებით ძიება

ტრამპზე თავდასხმის პირობებში აშშ-ს ვერ ექნება ამბიცია, ჩვენი პოლიტიკოსები დაიცვას - ირაკლი კობახიძე

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ პირობებში, როცა "ამერიკულმა დაზვერვამ ვერ მოახერხა ტრამპის მიმართ არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება", არ უნდა ჰქონდეთ ამბიცია, რომ ასეთი საფრთხეებისგან ქართველ პოლიტიკოსებს დაიცავენ. ასე ეხმაურება კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-ს არ აქვს არანაირი ინფორმაცია ივანიშვილის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებზე.

კობახიძის თქმით, აშშ-ს "პირველ რიგში საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის მიმართ არსებულ საფრთხეებზე უნდა მოეძიებინა ინფორმაცია".

"ყველამ იცის, რომ საფრთხეები არსებობს. აშშ-ის ხელისუფლებას გაუჭირდა პასუხისმგებლობის აღება საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ საფრთხეებზე და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეებზე როგორ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? ეს კითხვა-პასუხი აბსოლუტურად გაუგებარია. თუ ინფორმაციის მოძიება უნდოდათ, პირველ რიგში საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის მიმართ არსებულ საფრთხეებზე უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია და ასეთ პირობებში მათ რა თქმა უნდა, ვერ ექნებათ იმის ამბიცია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები დაიცვან ასეთი ტიპის საფრთხეებისგან.

ამერიკულმა დაზვერვამ ვერ მოახერხა ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეების იდენტიფიცირება როგორ უნდა მოეხერხებინა. კინაღამ მოკლეს კაცი", - თქვა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა