კიევს სულ უფრო მეტად სურს ტერორისტული თავდასხმები - მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, კრიმინალურ ქმედებებში კიევის ჩართვის სურვილი სულ უფრო მეტად იზრდება.
ზახაროვას თქმით, კიევის პოზიციები სუსტდება, რუსული მხარე კი სათანადო პოლიტიკურ შეფასებას მისცემს მოსკოვის რეგიონზე კიევის თავდასხმას.
"მსურს მხარდაჭერა გამოვუცხადო რამენსკოეს მოსახლეობას, რომლებსაც კიევის რეჟიმის ტერორისტული ქმედება შეეხოთ. ფულითა და იარაღით მხარდაჭერის მიუხედავად, კიევის პოზიციები სუსტია,. მათ კიდევ უფრო დიდი სურვილი ექნებათ შურისძიების და კრიმინალში ჩართვის“, - აცხადებს ზახაროვა.