15 წლის მოზარდი, რომელიც დედოფლისწყაროში ხელოვნურ ტბაში ჩავარდა, გარდაიცვალა
15 წლის მოზარდი, რომელიც დედოფლისწყაროში ხელოვნურ ტბაში ჩავარდა, რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა. ინფორმაცია ფეისბუქ გვერდ "დედოფლისწყაროს ახალი ამბები" ვრცელდება.
შემთხვევა 21 აგვისტოს მოხდა. 15 წლის მარიამ ბენაშვილი საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ ის თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.