თეგებით ძიება

საბა მეფარიშვილი, რომელსაც რკინის ჯებირის დაზიანებისთვის 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, დღეს 2000 ლარითაც დააჯარიმეს

საბა მეფარიშვილი, რომელსაც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციის რკინის ჯებირის დაზიანებისთვის 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, დღეს ადმინისტრაციული წესით, მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ 2000 ლარითაც დააჯარიმა - ინფორმაციას გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს.

როგორც მისი ადვოკატი, თათია კონიაშვილი ამბობს, ეს საქმეც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას უკავშირდება და მეფარიშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. ადვოკატის განმარტებით, სანამ საბა მეფარიშვილს სისხლის სამართლის წესით დააკავებდნენ, მანამდე დღენახევარი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმე საზოგადოებაში 400-ლარიანი რკინის ჯებირის საქმით არის ცნობილი. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა