თეგებით ძიება

ქართველ ხალხს არ დავტოვებთ ივანიშვილის ბინძური პროპაგანდის ამარა - სოფო ჯაფარიძე

ქართველ ხალხს არ დავტოვებთ ივანიშვილი ბინძური პროპაგანდის ამარა, რასაც ისინი ყოველდრე აკეთებენ, მათ მეტი სათქმელი ქართველი ხალხისთვის არ აქვთ,- ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, “(ოცნების) საარჩევნო დაპირებაა ადამიანების გახლეჩვა,დაყოფა, დაპირისპირება, სიძულვილი, მაგრამ მეორე მხარეს არიან ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლებიც მზად არიან, ბრძოლისთვის.“

ხვალიდან ოფიციალურად იწყება წინასაარჩევნო კამპანია. ფაქტობრივად მთელი თბილისი შემოვიარეთ. ჩვენ ვაპირებთ და ვიწყებთ ბრძოლას ევროპისთვის, კეთილდღეობისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დავასრულოთ სიღატაკე, პერსპექტივობა და უმძიმესი მდგომარეობა. თბილისი მზადაა ცვლილებებისთვის, შემოვიარე ყველა ოჯახი, მაგრამ კიდევ მივალ ყველგან. ქართველ ხალხს არ დავტოვებთ ივანიშვილი ბინძური პროპაგანდის ამარა, რასაც ისინი ყოველდღე აკეთებენ, მათ მეტი სათქმელი ქართველი ხალხისთვის არ აქვთ. მათი საარჩევნო დაპირებაა გახლეჩვა ადამიანების,  დაყოფა, დაპირისპირება, სიძულვილი, მაგრამ მეორე მხარეს არის ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლებიც მზად არიან, ბრძოლისთვის“,- განაცხადა ჯაფარიძემ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა