თეგებით ძიება

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური შორი მოქმედების რაკეტების გამოყენების ნებართვა რისკებს შეიცავს - The Guardian

მას შემდეგ, რაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კირ სტარმერი კიევში ერთად ჩავიდნენ, ხოლო რამდენიმე დღეში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს ვაშინგტონში შეხვდება, მედიაში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ დასავლეთი მისცემს უკრაინას უფლებას, რომ მან რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანულ-ფრანგული რაკეტები Storm Shadow და ამერიკული Atacms გამოიყენოს. ამ რაკეტების ფრენის მანძილი 190 მილს (300 კმ-ს) შეადგენს. 

როგორც გამოცემა The Guardian-ის სამხედრო ანალიტიკოსი დენ საბაჰი წერს, ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დრამატული შედეგები ჰქონდეს და ის აწონ-დაწონილი უნდა იყოს.

კიევში ჩასვლისას ბლინკენმა და ლემმა დაგმეს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების პირველი პარტიის მიწოდების ფაქტი, რაც დაძაბულობის ესკალაციაში ირანის პირდაპირ მონაწილეობას ნიშნავს. ბლინკენი ვარაუდობს, რომ რუსეთი ამ რაკეტებს უკრაინის წინააღმდეგ რამდენიმე კვირაში გამოიყენებს.

რაკეტების, Fath-360-ის ფრენის მანძილი 75 მილს (120 კმ-ს) შეადგენს. ის ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული. ესენია ხარკოვი, ზაპოროჟიე, კრამატორსკი და შესაძლოა, კიევიც კი. საკუთარ რაკეტებს კი რუსეთი უკრაინაში სხვა მიზნების წინააღმდეგ გამოიყენებს.

რუსული სარაკეტო შეტევები ამ ეტაზე, ძირითადად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ არის მიმართული. უკრაინული წყაროები იუწყებიან, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკის 2/3 უკვე გაანადგურა. ასევე რუსეთის მიზანია უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გამოფიტვა. უკრაინამ საზენიტო სისტემების „ბუკ“-ის და S-300-ის რაკეტების მარაგები უკვე გამოიყენა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2024 წლის ზამთარი ყველაზე მძიმე იქნება უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ.

იგივე სტრატეგიას კრემლი ამერიკულ თავდაცვით საშუალებებთან დაკავშირებით ირჩევს. უკრაინას ამერიკული Patriot-ის სისტემები აქვს, მაგრამ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის. ასევე დეფიციტია Patriot-ის რაკეტები, რომელთა გარეშე კომპლექსი არ მუშაობს.

უკრაინა შიშობს, რომ რუსეთს იმაზე მეტი რაკეტის გამოშვება შეუძლია, ვიდრე უკრაინას ამ რაკეტების ჩამოსაგდები საშუალებების გამოყენება. სხვადასხვა წყაროს ცნობთ, რუსეთს წელიწადში 1200-მდე სხვადასხვა ტიპის რაეკტის გამოშვება შეუძლია, თუმცა დაზუსტებით ამ მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.

ვიდრე კრემლი ფიქრობს, რომ მას ომში გარდატეხის შეტანა შეუძლია, ის მოლაპარაკებაზე არ წავა. რუსული ძალები ახლოს არიან პოკროვსკთან, რომელიც დონბასის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. არსებობს ინფორმაცია, რომ რუსული ძალების უპირატესობა 4/1-თან და 5/1-თან შეადგენს.

არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული და ბრიტანული მძლავრი რაკეტების გამოყენება უფრო შორს მიმავალი გეგმის ნაწილია. უკრაინამ უკვე გადასცა აშშ-ს იმ მიზნების ჩამონათვალი, რომლებზეც ამ რაკეტებით დარტყმებს აპირებს. დასავლეთი შიშობს, რომ რაკეტების გამოყენებისას არასწორმა დაგეგმვამ შეიძლება რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვიოს, რაც მიუღებელია.

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები მას სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისკენ აიძულებს. უკრაინას საკმაოდ ცოტა დრო დარჩა, მით უმეტეს, რომ 2 თვეში აშშ-ში არჩევნებია, ხოლო ერთ-ერთმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა დებატების დროს პირდაპირ არ თქვა, რომ მას უკრაინის გამარჯვება სურს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა