თეგებით ძიება

პრეზიდენტის გაერთიანების პროექტი რეჟიმის ცვლილების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის - ჩერგოლეიშვილი

"ფედერალისტების" ლიდერი და ტაბულას დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი სოც. ქსელში პოსტს აქვეყნებს:

პრეზიდენტის  გაერთიანების პროექტი რეჟიმის ცვლილების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.  (ენმ-ის მეტნაკლებად თანაზომადი ძალის ცენტრის შექმნა ომის, შურისძიების და განუკითხაობის შიშს მეტად გაანეიტრალებს და მეტ ხალხს გამოიყვანს რეჟიმის წინააღმდეგ არჩევნებზე). 

რეჟიმი თუ შეიცვლება, უვიზო

არ გაჩერდება. 

პრეზიდენტის ქარტია თუ შესრულდება (ამასაც თანაზომადი ბალანსი სჭირდება მომავალ პარლამენტში) - ევროკავშირთან დიალოგის რეჟიმზე გადავალთ და გაწევრიანება დაჩქარდება. 

შემდეგი დემოკრატიული არჩევნები რომ ჩატარდება - NATO-ში შევალთ.  

ასე ვხედავ მომავალს.

ასე მაქვს დალაგებული. 

და არ გაგიკვირდეთ ამრევებზე რომ გავცოფდები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა