ივანიშვილი 39 დღეში უნდა გავუშვათ სახლში და მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოთ - ლევან ვარშალომიძე
„39 დღეში ივანიშილი უნდა გავუშვათ სახლში და მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს დიდი შედეგით მოიგებენ.
ლევან ვარშალომიძე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო.
„მიშა სააკაშვილის წიგნი არ არის მხოლოდ ერთი წიგნის პრეზენტაცია, ეს არის მისი ცხოვრება, რომლის გადმოცემასაც ერთ წიგნშიც ვერ შევძლებდით. მიშა სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც უკვე ღირსეულად შეიძლება ითქვას, რომ მართლაც საქართველოს ისტორიაში შევიდა, რომელმაც შექმნა ახალი საქართველო და დღეს, დღევანდელი გადმოსახედიდან მართლა ყველას გვაქვს 39 დღე დარჩენილი.
39 დღეში ივანიშვილი უნდა გავუშვათ სახლში და მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოთ. ასე რომ ვმუშაობთ, განწყობა კარგია და მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი შედეგით მოვიგებთ ამ არჩევნებს“. – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.