უკრაინელი ხალხის ტრაგედიას ყიდიან და ამაზე სურთ რომ ააგონ კამპანია - გია ჯაფარიძე „ოცნების“ ბანერებზე
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა:
„ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს რუსული სახელმძღვანელოდან არის გადმოფოტოშებული თუ როგორც არის, მე ყოველთვის ამას ვამბობ, რომ ქართულ ოცნებაზე რომ ვსაუბრობთ, ძალიან რთულია, რომ ილაპარაკო რაღაცა მორალზე, ან მორალური კატეგორიებით, აქ მორალი უბრალოდ არ არსებობს, არ არსებობს რაიმე ლიმიტი, არ არსებობს რაიმე ფსკერი, აბსოლუტურად ყველაფრის მკადრებლები და ყველაფრის გამკეთებლები არიან, ამ შემთხვევაში გვთავაზობენ ჩვენი მეგობარი, მოძმე, რა ვიცი როგორ გითხრათ, უკრაინელი ხალხის ტრაგედიას ყიდიან და ამაზე სურთ რომ ააგონ კამპანია.
ახლა ეკლესიებს რომ აკეთებ ბანერებზე, გელათმა გაუძლო ძალიან დიდი იმპერიების შემოსევებს, გაუძლო მონღოლების შემოსევას, გაუძლო ოსმალეთს, გაუძლო თვით რუსეთის იმპერიასაც კი და წარმოიდგინეთ, ჩვენს თვალწინ გელათის ფრესკები ნადგურდება ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. აი რომ ვამბობ, რომ მართლა ფსკერი არ აქვთ და ლიმიტი არ აქვთ, მათი მმართველობის პერიოდში ნადგურდება ჩვენთვის ყველა თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. გელათი არ არის მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა, გელათს აქვს ჩვენთვის უზარმაზარი პოლიტიკური სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და ასე ჰქონდა ყოველთვის, როდესაც მას აგებდა დავით აღმაშენებელი, მეორე იერუსალიმი და სხვა ათენი უნდა იყოსო, ანუ გელათში თავიდანვე იყო ჩადებული ის, რომ ეს უნდა ყოფილიყო როგორც სულიერების, ასევე მეცნიერების, განათლების, სწავლების ცენტრი და ეს ნადგურდება ქართული ოცნების პირობებში, დიდ იმპერიებს რომ გაუძლო.
და ეს პოლიტიკური ძალა, წარმოიდგინეთ და ბედავს და ბანერებზე ამ რაღაცა ეკლესიით... ამოეფაროს ასეთ თემებს და რას ჰპირდებიან საქართველოს მოქალაქეებს, მარტო დაყოფა, მარტო დაპირისპირება, მარტო სიძულვილის ენა, მარტო ზიზღი. 12 წლის განმავლობაში ამას აკეთებდნენ, მხოლოდ ძალადობა, მხოლოდ ძალადობის დაანონსება და ახლა ასეთი ტიპის უზნეობა, რომელიც ბანერებზე ვნახეთ, იმდენი ფული აქვთ, სად წაიღონ არ იციან.“