ჩემი შვილები იყვნენ ამერიკაში ჩემთან ერთად, შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები, ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და მან, როგორც მისი ოჯახის სხვა წევრებმა, მათ შორის შვილებმა, ეკონომ კლასის ბილეთები შეიძინეს.
"ჩემი შვილები იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემთან ერთად. ამისათვის მე პირადად შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები, ჩემთვისაც შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები. ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.