რას ამბობს სახლში დაბრუნების შემდეგ რუსი ტურისტი, რომელსაც ბათუმში, ცეკვის დროს მეხი დაეცა? - ვრცელდება ვიდეო, რომელიც მეხის დაცემის მომენტში არის გადაღებული
12 სექტემბერს, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში რუს ტურისტს მეხი დაეცა. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ცეკვაში ხელი ბუნებრივმა მოვლენამ შეუშალა და ტანსაცმელზე ცეცხლი დაეკიდა.
რუსული მედია წერს, რომ 32 წლის პაველ სმირნოვი ამ დრომდე ბათუმის საავადმყოფოში რჩებოდა და ორი დღის წინ გაწერეს. ის ავტომობილით მეგობრებთან ერთად მშობლიურ სამარაში დაბრუნდა. გზად ვლადიკავკაზში გააჩერეს, სადაც ადგილობრივმა ექიმებმა მას გადახვევები გაუკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ პაველი მშობლიურ სამარაში დაბრუნდა, ტურისტს კიდევ მოუწევს ექიმთან ვიზიტი და რეაბილიტაციის კურსის გავლა.
რუსი ტურისტი საქართველოში, ბათუმში, კონცერტზე დასასწრებად იმყოფებოდა, როდესაც მეხი დაეცა და ტანსაცმელს ცეცხლი მოეკიდა, თუმცა სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. მეგობრები ხუმრობენ, რომ მას ახლა განსაკუთრებული ძალა უნდა გააჩნდეს.
მიუხედავად ამისა, ტურისტს ადგილზე სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, მისი მდგომარეობა გარკვეულ მომენტში გაუარესდა. ის ამბობს, რომ საქართველოში სამედიცინო მკურნალობაზე 2000 დოლარზე მეტი დახარჯა. თანხის გადახდაში ახლობლები და მეგობრები დაეხმარნენ.