თეგებით ძიება

„თევზები“ - როგორ შექმნა ქართველმა მხატვარმა კერამიკული ნაკრები, რომელიც თითქმის ყველა საბჭოთა ოჯახში იყო?

გასული საუკუნის 70-80-იან წლებში კერამიკული თევზების ეს ნაკრები  თითქმის ყველა საბჭოთა ოჯახის კარადაში იდგა, მაგრამ არნახული პოპულარობის მიუხედავად, თევზების შექმნის ისტორია და მიზანი ცოტამ თუ იცის. როგორც ირკვევა, თევზი-გრაფინი ექვსი ჭიქით ლიქიორის ნაკრებია, თუმცა საბჭოთა ოჯახების უმეტესობაში ის მხოლოდ დეკორატიულ როლს ასრულებდა.

კერამიკული ნაკრების ისტორია 1955 წელს დაიწყო, როდესაც ქართველმა მხატვარ-კერამიკოსმა აბესალომ ბარამიძემ თევზის ფორმის გრაფინი და ჭიქები წარმოადგინა. 

აბესალომ ბარამიძე 1926 წელს, თბილისში დაიბადა. 1952 წელს თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 1954–1956 წლებში იყო რიგის ფაიფურის ქარხნის მთავარი მხატვარი, 1986 წლიდან თბილისის ქანდაკების კომბინატის მთავარი მხატვარი. 1953 წლიდან მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში. დაჯილდოებულია ფაენცის საერთაშორისო გამოფენა-კონკურენცის საერთაშორისო გამოფენა-კონკურსის დიპლომით.

აბესალომ ბარამიძის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი - „თევზები“ რიგის ფაიფურის ქარხანაში მზადდებოდა. ქართველი კერამიკოსის ნამუშევარმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ 1958 წელს იაპონიაში, საერთაშორისო გამოფენაზე გაგზავნეს. 

ვინ არის „თევზების“ ავტორი?

ზოგიერთ კატალოგში „თევზების“ ავტორად აბესალომ ბარამიძის მეუღლე და კოლეგა, მერი დომენტის ასული ბარამიძეა დასახელებული. მას ქმრის ზოგ  ნამუშევარს მიაწერენ, რაც გასაკვირი არაა. 1957–1963 წლებში ქალბატონი მერი ქმრის, თბილისის კერამიკული ქარხნის მთავარი მხატვრის დაქვემდებარებული თანამშრომელი იყო და სავარაუდოდ, ცნობილი ნაკრების შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 

 

იშვიათად, მაგრამ "თევზების" ავტორთა შორის კერამიკოს ოლგა სელეზნევასაც ასახელებენ, რომელმაც ნაკრების   20-ზე მეტი მოხატულობა შექმნა. ზოგი გამოცემები „თევზების“ ავტორობას მხატვარ ნიკოლაი ბობიკს მიაწერენ. რატომ? იაპონიაში, გამოფენაზე მიღწეული წარმატების შემდეგ, რიგის ქარხნის „თევზები“ მალე დაივიწყეს. ბობიკმა, რომელიც უკრაინაში, მხატვრული კერამიკის ქარხანაში მუშაობდა, გადაწყვიტა „თევზებისთვის“ მეორე სიცოცხლე ეჩუქებინა. 1962 წელს მან ბარამიძის „თევზებში“ ცვლილებები შეიტანა და ღვინის ნაკრებიდან ლიქიორის ნაკრებად აქცია. მალე ბობიკის „თევზების“ პოპულარობა საბჭოთა კავშირის საზღვრებს გასცდა და ევროპისა და აზიის სოციალისტური ქვეყნების მაცხოვრებელთა ბინები დაამშვენა. 

საბჭოთა კერამიკის ქარხნები რადენიმე შეფერილობის „თევზებს" აწარმოებდნენ. მაგალითად, უკრაინა თეთრ, კრემისფერ და მწვანე  ფერის ნაკრებებს აწარმოებდა, მაგრამ ყველაზე პოპულარული ლურჯი -„კობალტის“ ნაკრები იყო. ოქროსფერი რა თქმა უნდა, ყველა ვერსიაში მონაწილეობდა.

ოფიციალურად, ბარამიძის ქმნილებას „თევზები“ ერქვა, მაგრამ ხალხში უფრო ხშირად, „ოქროს თევზის“, „კალმახის ოჯახის“, „ლიქიორის ნაკრებისა“ და სხვა სახელებით მოიხსენიებდნენ. 

„თევზები“ წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარი იყოა. ნაკრებს ჩუქნიდნენ ქორწილებზე, იუბილეებზე, დაბადების დღეებზე და ყოველგვარი მიზეზის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო „მადონას“ სერვისის ხელმისაწვდომი ალტერნატივა, რომლის შეძენა ყველას არ შეეძლო.  

„თევზებს“ სსრკ-ს დაშლის შემდეგაც აწარმოებდნენ, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, „პერესტროიკის“ შემდეგ დამზადებული ნაკრებები გაცილებით დაბალი ხარისხისაა და ნაკლები ღირს, ვიდრე საბჭოთა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა