თეგებით ძიება

"ოცნების" დანაშაულების კასკადი დამოუკიდებელი პროკურატურის და სამართლიანი სასამართლოს პირობებში იქნება გამოძიებული - ლევან სანიკიძე

ჩვენ გვახსოვს უმძიმესი ფაქტები, რომლებიც სამართლიანი სასამართლოს და დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში აუცილებლად იქნება გამოძიებული- ასე გამოეხმაურა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი ლევან სანიკიძე გუშინ ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ხმაურიან რეპორტაჟს, საიდანაც გაირკვა, რომ მომიტინგეების დასარბევად წყლის ჭავლში მხუთავ გაზს ურევდნენ. 

ბუნებრივია, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ არის დანაშაული. ხარება დასანქცირებულია აშშ-ის ხაზინის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის, ეს არ არის იშვიათი გამონაკლისი. ჩვენ გვახსოვს არა მხოლოდ ე.წ. სპეცოპერაციების დროს, არამედ ადამიანებს სახლთან ხვდებოდნენ. ჩვენ გვახსოვს უმძიმესი ფაქტები, მათ შორის „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიმართ, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი, ჩვენ გვახსოვს დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებული შემთხვევა, სადაც მას უმოწყალოდ გაუსწორდნენ სახლთან, გვახსოვს გია ჯაფარიძის შემთხვევა, სადაც ასევე მასაც სახლთან დახვდნენ. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, ეს არის დანაშაულის კასკადი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს და დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში აუცილებლად იქნება გამოძიებული, რადგან შეუძლებელია ამ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება იმ პირობებში, როდესაც სტუდენტებს, არასრულწლოვან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, უსწორდებოდნენ ამ ფორმით და ეს რჩებოდეს დაუსჯელად, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა