თეგებით ძიება

მარში გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას რეფერენდუმის წინ - რატი ამაღლობელი

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება.  ეს მარში გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას რეფერენდუმის წინ - ამის შესახებ მწერალი რატი ამაღლობელი საუბრობს.

''ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამ მარშს, სადაც გამოხატავს 20 ოქტომბერს თავის დამოკიდებულებას, ზეპარტიულ დამოკიდებულებას  ცივილიზაციურ არჩევანთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ხმა ეკუთვნის საქართველოს ევროკავშირში, ამიტომ ეს არჩევნებიც ასეთია და ეს მარშიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, რეფერენდუმის წინ. ჩვენ დავინახავთ ერთმანეთს, ერთმანეთში დავინახავთ საერთო ნებას, რომ საქართველოს სურს იყოს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ევროკავშირში", - განაცხადა რატი ამაღლობელმა.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა