თეგებით ძიება
04. 11. 2024 მსოფლიო

ზამთარში უკრაინას დღეში 20 საათამდე ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა მოუწევს - Politico

ცივი ზამთრისა და ატომურ ელექტროსადგურებზე რუსეთის საჰაერო იერიშების გათვალისწინებით, უკრაინა, შესაძლოა, დღეში 20 საათამდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს - აღნიშნულის შესახებ Politico ენერგეტიკის ექსპერტების მოსაზრებაზე დაყრდნობით წერს.

უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტისა და ენერგეტიკული ბაზრის მთავარი მკვლევარის გენადი რიაბცევის თქმით, მხოლოდ აგვისტოს ბოლოს, რუსეთმა 200-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშის მისატანად. 

რიაბცევი ამბობს, რომ რუსული ძალების იერიშებმა უკრაინის ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრე 9 გიგავატზე მეტით შეამცირა.

ყველაზე რეალისტური სცენარი, რომლის წინაშეც ქვეყანა ამ ზამთარში დგას, რიაბცევის მოსაზრებით, გულისხმობს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას ინდუსტრიისთვის და ოჯახებისთვის დღეში 8-14 საათის განმავლობაში.

„სიცივისა და ატომურ ელექტრო ქსელზე ახალი საჰაერო იერიშების გამო უკრაინას შეიძლება 20 საათამდე ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა მოუწიოს“, - ამბობს ენერგეტიკული ინდუსტრიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი და უკრაინის მთავრობის მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში ალექსანდრ ხარჩენკო. 

„ჩვენ ველოდებით ძალიან მკაცრ ზამთარს. ხალხი დაიღუპება საკუთარ სახლებში, რადგან რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ანადგურებს“, - ამბობს მედიასაშუალებასთან საუბრისას კონფიდენციალურად შეერთებული შტატების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა