თეგებით ძიება

თუ ეს მისაღები ფორმაა, ოპოზიციის ლიდერებს გადაშავებულს ვატარებ, პირადად გპირდებით ამას - მამუკა მდინარაძე

თუ ეს მისაღები ფორმაა, ოპოზიციის ლიდერებს გადაშავებულს ვატარებ. პირადად მე გპირდებით ამას. აი, ხომ საოცრებას ვამბობ, ეს რა თქვაო, შეიძლება თქვათ. მელანი გადაასხაო, რომ იძახის ვაშაძე, მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, თუ მისაღები ფორმაა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილზე საღებავის გადასხმის ინციდენტზე.

მდინარაძის თქმით, მის კითხვაზე, რას ამბობენ უცხოელები, გარკვეული მედიები, NGO სექტორის წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართ მომხდარ შემთხვევაზე და არის თუ არა ეს პროტესტის გამოხატვის მისაღები ფორმა, პასუხი არ მოუსმენია.

„ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს ყოველდღე და გვეუბნებიან, ჩვენც გაგვაპროტესტებინეთო, ჩვენ ხმები არ მოგვიციაო? მილიონ ასი ათასზე მეტი რომ ვართ, ჩვენს უფლებებს ვინ იცავსო და მიგვიშვითო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შეიძლება ზედმეტად გულწრფელი ვიყო, ჩვენ გვიწევს ამ ხალხის დაკავება და გაკავება. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი გიკავშირდება და გვეხვეწება, რომ მივუშვათ, აი, ამ სიტყვას ვამბობ სპეციალურად. თუ მისაღები ფორმაა მელნის გადასხმა, შავი საღებავების, რაღაცის გადასხმა, მე პირადად ვაძლევ გარანტიას, რომ მელნის გარეშე ვერ გაივლიან ქალაქში! რა მიდგომაა, რა უბედურებაა ეს! ეს ახლა, გინდათ პირობით მოცემულობად და საუბრად მიიღონ, გინდათ რეალურად – თუ მელნის გადასხმაა, თუ შავი საღებავის შესხმა მოსული ფორმაა, მაგალითად „ქართული ოცნების“ აქტივსაც, ბევრ მომხრეს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ მივიდეს და ამ მატყუარა აგენტებს გადაასხას შავი საღებავი ან მელანი. ერთი თქვან, რომ მისაღები ფორმაა, ეს კარგიაო. ჩვენებსაც სჭირდებათ და უნდათ, აი, გვჭირდება ესო, მოთხოვნილება გვაქვსო, რომ გადავასხათ შავი საღებავიო, გვეუბნებიან. თუ მისაღები ფორმაა, რატომ არ გვცემენ პასუხს? დღესაც იყო, სხვათა შორის, ასეთი კომუნიკაცია ჩემთან და ჩვენთან, ბევრთან – გუშინ, გუშინწინაც და იმ დღის შემდეგ.

იმის არ იყოს, ალეკო ელისაშვილი ჩემი დასაცავი რომ გახდა, ვირთხული მოპარვის შემდეგ, მართლა ჩემი დასაცავი გახდა – ჩვენი დასაცავები არიან იქეთ და რამდენი ხანი, დიდი ხანი დავიცვათ? თქვან ერთი სიტყვა ან თქვან, რომ ეს, არ არის მისაღები ფორმა, მიუხედავად ყველაფრისა“.-განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის მისხმის ფაქტში შესაძლოა დანაშაულის ნიშნები იყოს.

„იმ შემთხვევაში, თუ თვალი აქვს დაზიანებული, ახლა, უნდა ილოცონ იმათმა, რომ თვალი არ ჰქონდეს დაზიანებული. დაზიანებული თუ აქვს უკვე დანაშაულია“, -განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა