თეგებით ძიება

პრობლემა მაშინ დაიწყო, როდესაც ხალხს საბინაო ფონდი, მათ შორის, ავარიული სახლები საკუთრებაში გადაეცა - ლადო ვარდოსანიძე

„ეს პრობლემა დამოუკიდებლობის პირველი დღიდან დაიწყო, როდესაც ბატონი სიგუას მიერ ხელმოწერილი კანონით ბინების პრივატიზების შესახებ ხალხს საბინაო ფონდი, მათ შორის, ავარიული სახლები საკუთრებაში გადაეცა. ეს იყო იმ ხუნტის „დამსახურება“, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა“, - ამის შესახებ ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ, თბილისში ავარიული სახლების პრობლემაზე  საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან იყო ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვებული მცდელობები და პროექტები, თუმცა ამან ნაკლებად იმუშავა.

„როდემდე? სანამ თავზე არ დაგვენგრევა. ეს პრობლემა დამოუკიდებლობის პირველი დღიდან დაიწყო, როდესაც ბატონი სიგუას მიერ ხელმოწერილი კანონით ბინების პრივატიზების შესახებ ხალხს საბინაო ფონდი, მათ შორის, ავარიული სახლები საკუთრებაში გადაეცა. ეს იყო იმ ხუნტის „დამსახურება“, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა. დღეს ეს ხალხის საკუთრებაა. მანქანა გაიფუჭდეთ, სახელმწიფოს ხომ არ სთხოვთ გაკეთებას? იყო მცდელობები „ძველი ქალაქის ახალი სიცოცხლე“ და რაღაც პროექტები, მაგრამ ამან ნაკლებად იმუშავა. ასე, რომ რთულ პრობლმებზე იოლი პასუხები არ არსებობს“, - განაცხადა ლადო ვარდოსანიძემ TIA.GE-სთან.

მისი თქმით, ინვესტორები ავარიულ შენობებს გვერდს უვლიან, რადგან ეს მათთვის მომგებიანი არ არის.

„სამშენებლო კომპანია მოგებას ეძებს, ეს კაპიტალიზმის ორგანული თვისებაა. ასე რომ, თუ კაპიტალიზმი გვინდა, კაპიტალიზმის ველურ წესებს უნდა დავემორჩილოთ“, - ამბობს ვარდოსანიძე და კითხვაზე - „თბილისში ახალი კოროუსების ასაშენებელი ადგილები რომ დასრულდება, მერე რა მოხდება? - ასე პასუხობს:

„მერე ეს ბიზნესი ან გაჩერდება ან ბიზნესის ინტერესები შეიცვლება და მუნიციპალიტეტი შემოვა პროექტში, სახელმწიფო დაეხმარება. მანამდე? არ ვიცი... გიმეორებთ, რთულ კითხვებზე იოლი ასუხები არ გამაჩნია“, ამბობს ლადო ვარდოსანიძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა