თეგებით ძიება

„დღეს, ხელმეორედ კლავენ რუსების მიერ მოკლულ ზვიადს და მერაბს!" - გურამ პეტრიაშვილი

დღეს ისევ რუ­სულ იმ­პე­რი­ა­ში მიგ­ვათ­რე­ვენ ეს თა­ნა­მედ­რო­ვე უსამ­შობ­ლო სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი - 9 აპ­რილს ჩვე­ნი გოგო-ბი­ჭე­ბი სწო­რედ, სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და­ჩე­ხეს რუს­მა ჯა­ლა­თებ­მა! - ქარ­თვე­ლი ერი ამ რუ­სულ რე­ჟიმს არ უნდა შე­ე­პუ­ოს - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტი­სა და მწერ­ლის, გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლი ღია მი­მარ­თვა­ში ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლომ ისევ უნდა იბ­რძო­ლოს სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის.

"ზვი­ად­მა და მე­რაბ­მა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა რომ წა­მო­ი­წყეს, მეც უყოყ­მა­ნოდ, მათ გვერ­დით დავ­დე­ქი. რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი მტე­რია და მეც, რო­გორც ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი, სამ­შობ­ლოს რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ვიბ­რძო­დი! ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ სა­უ­კუ­ნო­ვან სა­წა­დელს - 1990 წლის 28 ოქ­ტომ­ბრის პირ­ველ მრა­ვალ­პარ­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში და­ვა­მარ­ცხეთ კომ­პარ­ტია, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ვუბ­რუ­ნეთ და მა­ლე­ვე, 1991 წლის 31 მარ­ტის სა­ყო­ველ­თაო რე­ფე­რენ­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, 9 აპ­რი­ლის ის­ტო­რი­უ­ლი აქ­ტით, აღ­ვად­გი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა!

დღეს კი, ისევ რუ­სულ იმ­პე­რი­ა­ში მიგ­ვათ­რე­ვენ ეს თა­ნა­მედ­რო­ვე უსამ­შობ­ლო სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი! რუსი პატ­რო­ნე­ბის და­ვა­ლე­ბით გვიკ­ლა­ვენ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, რომ­ლის­თვი­საც ჩვენ სის­ხლი დავღვა­რეთ, 9 აპ­რილს ჩვე­ნი გოგო-ბი­ჭე­ბი სწო­რედ, სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და­ჩე­ხეს რუს­მა ჯა­ლა­თებ­მა! დღეს, ხელ­მე­ო­რედ კლა­ვენ რუ­სე­ბის მიერ მოკ­ლულ ზვი­ადს და მე­რაბს!

მოკ­ლედ, ქარ­თვე­ლი ერი ამ რუ­სულ რე­ჟიმს არ უნდა შე­ე­პუ­ოს! ისევ უნდა ვიბ­რძო­ლოთ სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის! მე, 82 წლის კაცს, რომ შე­მეძ­ლოს, ჩვე­ნი ლა­მა­ზი და ლაღი ახალ­გაზ­რდე­ბის გვერ­დით ვიდ­გე­ბო­დი... რო­გორ მშურს მათი კე­თი­ლი შუ­რით, რომ მათ­სა­ვით, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბი­სას, დღე­საც არ შე­მიძ­ლია სამ­შობ­ლოს დამ­ცველ­თა პირ­ველ რი­გებ­ში ვიდ­გე! თუმ­ცა ესეც ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნია - ახლა მათი ჯე­რია სამ­შობ­ლო­სათ­ვის ბრძო­ლი­სა! მე მთე­ლი არ­სე­ბით მხარს ვუ­ჭერ მოძ­მე უკ­რა­ი­ნელ ერს, ჩვენს სა­ერ­თო მტერ­თან რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას­თან თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში! რად­გან უკ­რა­ი­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და გა­მარ­ჯვე­ბას ნიშ­ნავს! და რო­გორც ზვი­ა­დი და მე­რა­ბი დაჰ­ქუ­ხებ­დნენ: ძირს რუ­სე­თის ძირ­გა­მომ­პა­ლი იმ­პე­რია! გა­უ­მარ­ჯოს თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლოს!“ - აღ­ნიშ­ნავს გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლი, რომ­ლის წე­რილ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვახ­ტანგ ლომ­თა­ძე ავ­რცე­ლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა