“ეს გმირი გია მაისაშვილის ძმისშვილია - ზვიად მაისაშვილი... ნაცებმა ბიძამისი გაიმეტეს, ქოცებმა ეს ბიჭი“ - რას წერს ირაკლი კაკაბაძე?
მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას, სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდის შესახებ წერს.
მისი თქმით, დაზარალებული ზვიად მაისაშვილი ქართველი პოლიტიკოსის, გია მაისაშვილის ძმის შვილია.
“ეს გმირი ბიჭი გია მაისაშვილის ძმისშვილია - ზვიად მაისაშვილი.
ნაცებმა ბიძამისი გაიმეტეს უმოწყალოდ და ქოცებმა ეს ბიჭი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ საქართველოში რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სასტიკად ვერ იტანს ხელისუფლება.
სირცხვილია ნამდვილად,“ - წერს ირაკლი კაკაბაძე.