თეგებით ძიება

„არ არის ამაზე უფრო დიდი და მაღალი სკამი, ვიდრე ადგილი სადაც ეს კაცი ზის“ - რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი კეკელიძე?

მწერალი და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„დღეს მე და ამ კაცმა ვილაპარაკეთ. სურათსაც მისი ნებართვით ვდებ, ცხადია. ამ კაცმა მითხრა, რომ მაძღარი და მდიდარი მაშინაა, როცა მის ძაღლს არ ცივა და არ შია. ძაღლს კიდევ ლეკვობიდან ზრდის.

როცა წამოვედი, ვფიქრობდი რომ არ არის ამაზე უფრო დიდი და მაღალი სკამი, ვიდრე ადგილი სადაც ეს კაცი ზის – ცივი ფილა ქუჩაში. დანარჩენი სკამი, რომელსაც ებღაუჭებიან, როცა ებღაუჭებიან – ეკლიანი ხდება. რაც ეკლიანი ხდება – ხდება სისხლიანი.

ამ კაცს და ამ ძაღლს გაუმარჯოთ.“ – წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა